§ 1. გამგზავნი ზედნადებს თან ურთავს თანმხლებ დოკუმენტებს, რომლებიც საჭიროა საბაჟო და სხვა ადმინისტრაციული პროცედურების ჩასატარებლად ტვირთის მსვლელობის სრულ მარშრუტზე. ეს დოკუმენტები უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ ტვირთს, რომელიც მოცემულია ზედნადებში.
თუ გამგზავნი ზედნადებს თან არ ურთავს დოკუმენტს, რომელიც საჭიროა ადმინისტრაციული პროცედურების შესასრულებლად, მაგრამ უგზავნის მას ადმინისტრაციული კონტროლის შესაბამის ორგანოს, მაშინ მას შეაქვს ამის შესახებ ცნობები ზედნადებში.
§ 2. გადამზიდავი ვალდებული არ არის შეამოწმოს გამგზავნის მიერ ზედნადებზე თანდართული თანმხლები დოკუმენტების სისწორე და საკმარისობა.
§ 3. გამგზავნი პასუხისმგებელია გადამზიდავის წინაშე იმ შედეგებზე, რომლებიც წარმოიშობა თანდართული დოკუმენტების არარსებობის, არასაკმარისობის ან უზუსტობის გამო.
§ 4. გამგზავნის მიერ ზედნადებზე თანდართული თანმხლები დოკუმენტები მითითებული უნდა იყოს ზედნადებში მის მიერ.
თუ გამგზავნი ვერ შეასრულებს ამ პარაგრაფით გათვალისწინებულ პირობებს, სახელშეკრულებო გადამზიდავმა უარი უნდა განაცხადოს ტვირთის გადასაზიდად მიღებაზე.
§ 5. თუ ტვირთის გადაზიდვა ან გაცემა ფერხდება იმის გამო, რომ გამგზავნმა არ წარადგინა საჭირო თანმხლები დოკუმენტები ან მის მიერ წარდგენილი და ზედნადებში მითითებული დოკუმენტები საკმარისი არ არის ან არასწორია, გადამზიდავს აუნაზღაურდება ამის შედეგად წარმოშობილი დამატებითი გადაზიდვის ღირებულება და ხარჯები, ასევე ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული პირგასამატეხლო, ამ შეთანხმების 31-ე მუხლით –
„გადაზიდვების ღირებულებისა და პირგასამტეხლოს გადახდა“ –
განსაზღვრული წესით.
§ 6. ვაგონის, ინტერმოდალური სატრანსპორტო ერთეულის (ИТЕ) ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების (АТС) გახსნა სასაზღვრო, საბაჟო, სანიტარიული, ვეტერინარიული, ფიტოსანიტარიული და სხვა სახის კონტროლის მიზნით ფორმდება გადამზიდავის მიერ გახსნის შესახებ აქტით.
§ 7. სასაზღვრო, საბაჟო, სანიტარიული, ვეტერინარიული, ფიტოსანიტარიული და სხვა სახის კონტროლის განხორციელების შემდეგ საბაჟო ორგანოების ან გადამზიდავის მიერ დადებული გამართული პლომბები უთანაბრდება თავდაპირველად დადებულ პლომბებ