§ 1. ტვირთის დატვირთვა უნდა განხორციელდეს ტექნიკურად გამართულ, ტვირთის გადასაზიდად ვარგის და გასუფთავებულ ვაგონებში.
§ 2. გამგზავნი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით განისაზღვრება, ვის მიერ უნდა განხორციელდეს ტვირთის ვაგონში დატვირთვა – გადამზიდავის თუ გამგზავნის მიერ.
ტვირთის ჩატვირთვა ინტერმოდალურ სატრანსპორტო ერთეულებში (ИТЕ) და საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებში (АТС) წარმოებს გამგზავნის მიერ.
§ 3. პირი, რომელიც აწარმოებს დატვირთვას, პასუხისმგებელია კონკრეტული ტვირთის გადაზიდვისათვის ვაგონების ვარგისიანობის განსაზღვრაზე, ტვირთის ვაგონებში, ინტერმოდალურ სატრანსპორტო ერთეულებში (ИТЕ) და საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებში (АТС) განთავსების და დამაგრების ტექნიკური მოთხოვნების დაცვაზე, ასევე არადამაკმაყოფილებელი დატვირთვის ყველა შედეგზე.
§ 4. თუ ზედნადებში მითითებული არ არის, ვის მიერ განხორციელდა დატვირთვა, მიიჩნევა, რომ ის დატვირთულია გამგზავნის მიერ.
§ 5. ტვირთის მასის განსაზღვრა წარმოებს ტვირთის გადაზიდვის წესების შესაბამისა