§ 1. გადამზიდავს  უფლება აქვს შეამოწმოს, დაცულია თუ არა გამგზავნის მიერ გადაზიდვის პირობები და შეესაბამება თუ არა გზავნილი  გამგზავნის მიერ ზედნადებში მითითებულ მონაცემებს. შემოწმება წარმოებს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

§ 2. თუ გამგზავნის მიერ  დაცული არ არის გადაზიდვის პირობები ან გზავნილი არ შეესაბამება გამგზავნის მიერ ზედნადებში მითითებულ მონაცემებს, მაშინ  ამ შეთანხმების  31-ე მუხლით –

„გადაზიდვების ღირებულებისა და პირგასამტეხლოს გადახდა“ და  32-ე მუხლით –

„ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები“ გათვალისწინებული წესების შესაბამისად  გადამზიდავს უნდა აუნაზღაურდეს შემოწმებით გამოწვეული და დოკუმენტურად დადასტურებული ყველა  ხარჯ