§1. თუ ტვირთის მიტანის ვადის გასვლიდან 10 დღის განმავლობაში ტვირთი არ გადაეცემა მიმღებს, გამგზავნს ან მიმღებს უფლება აქვს წარუდგინოს ტვირთის ძებნის შესახებ განაცხადი, შესაბამისად, სახელშეკრულებო გადამზიდავს ან გადამზიდავს, რომელმაც უნდა გასცეს ტვირთი. ტვირთის ძებნის შესახებ განცხადება არ წარმოადგენს დაკარგულ ტვირთზე პრეტენზიის წარდგენას.
§2. ტვირთი მიიჩნევა დაკარგულად, თუ ტვირთის მიტანის ვადის გასვლიდან 30 დღის განმავლობაში ის არ გადაეცემა მიმღებს.
§3. თუ ტვირთი დანიშნულების სადგურში მიტანილი იქნება მიტანის ვადის გასვლიდან 30 დღის შემდეგ, გადამზიდავი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მიმღებს. მიმღები ვალდებულია მიიღოს ტვირთი, თუ ის მივიდა მიტანის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 6 თვისა და დაუბრუნოს გადამზიდავს თანხები, რაც მან გადაუხადა მიმღებს ტვირთის დაკარგვის, გადაზიდვის ღირებულების და ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული სხვა დანახარჯების ასანაზღაურებლად.
თუ დანახარჯების ასანაზღაურებელი თანხა გადახდილია გამგზავნის სახელზე, იგი ვალდებულია დაუბრუნოს ეს თანხა გადამზიდავს.
ამასთან, ძალაში რჩება ამ გადამზიდავის მიმართ პრეტენზიის წარდგენის უფლება ტვირთის მიტანის ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს გადახდაზე, ასევე ტვირთის დაკარგვით, მასის დანაკლისით, ტვირთის დაზიანებით (გაფუჭებით) ან მისი ხარისხის დაქვეითებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზ