§1. თუ გადაზიდვის მონაწილე მხარეებს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადაზიდვის ღირებულების გადახდაზე ვალდებულია:
1) გამგზავნი –
ტვირთის გადაზიდვაში მონაწილე გადამზიდავებისთვის, მათ მიერ განხორციელებულ გადაზიდვისათვის, იმ გადამზიდავის გარდა, რომელიც გასცემს ტვირთს.
2) მიმღები –
გადამზიდავისთვის, რომელიც გასცემს ტვირთს, მის მიერ განხორციელებული გადაზიდვისათვის.
პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მოქმედებს ასეთივე წესი.
§ 2. თუ გამგზავნი ან მიმღები, ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას აკისრებს მესამე პირს, ეს პირი მითითებული უნდა იყოს გადამხდელად გამგზავნის მიერ ზედნადებში და მას დადებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულება შესაბამის გადამზიდავთან.
§ 3. თუ მიმღებმა არ მიიღო ტვირთი და არ ისარგებლა იმ წესებით, რომლებიც გათვალისწინებულია 25-ე მუხლის –
„გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლა“ მე-3 პარაგრაფით და 26-ე მუხლის –
„ტვირთის გაცემა" მე-2 პარაგრაფით, ან არ გამოცხადდა ტვირთის მისაღებად, გადაზიდვის ღირებულების გადახდის ვალდებულება მოცემული გადაზიდვის ხელშეკრულებით ეკისრება გამგზავნს.
§ 4. გადაზიდვის ღირებულების არასწორი დაანგარიშების შემთხვევაში თანხის ნაკლებობა ექვემდებარება გადახდას, ხოლო ზედმეტობა –
დაბრუნებას.
§ 5. გადაზიდვის ღირებულება და პირგასამტეხლო გადამზიდავს უნაზღაურდება იმ სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით, სადაც წარმოებს გადახდა.
§ 6. გადამზიდავს უფლება აქვს მოითხოვოს გადაზიდვის ღირებულების გადახდა გადაზიდვის დაწყებამდ