1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შეუძლიათ დამატებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, გარდა ამ მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. პირგასამტეხლოზე დამატებითი შეთანხმება ხელშეკრულების მხარეებს უნდა აკისრებდეს ორმხრივ და თანაბარ ვალდებულებას.
3. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის პირგასამტეხლოზე შეთანხმებისას პირგასამტეხლოს დაკისრება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ დარღვევის შესახებ ხელშეკრულების მეორე მხარისთვის ხელშეკრულებით დადგენილი წესით შეტყობინების შემდგომ.
4. ელექტროენერგიის მიმწოდებელს უფლება არ აქვს გააფორმოს პირგასამტეხლოზე შეთანხმება საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა