1. დადგენილ ვადაში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით მიმწოდებელსა და მომხმარებელს შეუძლიათ დამატებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე. ამასთან, ბათილია შეთანხმება, რომელიც მხარეებს აკისრებს აშკარად არათანაბარ და ურთიერთშეუსაბამო ვალდებულებებს.
2. პირგასამტეხლოზე დამატებითი შეთანხმება ხელშეკრულების მხარეებს უნდა აკისრებდეს ორმხრივ ვალდებულებას.
3. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის პირგასამტეხლოზე შეთანხმებისას პირგასამტეხლოს დაკისრება შესაძლებელია განხორციელდეს დარღვევის (გადაცდომის) შესახებ ხელშეკრულების მეორე მხარისთვის შეტყობინებიდან (მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნული შეტყობინება მომხმარებელს მიაწოდოს წერილობითი ფორმით).
4. მხარეებს შორის დავალიანების გადახდაზე შეთანხმებით წყდება პირგასამტეხლოს დაკისრება, თუ ხელშეკრულებით მხარეები სხვა პირობას არ გაითვალისწინებენ.
5. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს უფლება არა აქვს გააფორმოს პირგასამტეხლოზე შეთანხმება საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან.
თავი IV
ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობაზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფ
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.08.2025
მუხლი 25. პირგასამტეხლო
თავი III — სახელშეკრულებო ურთიერთობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 19. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესი
- მუხლი 20. საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობების გაზრდა
- მუხლი 21. საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური
- მუხლი 22. საცალო მომხმარებლების ქსელისა და დანადგარების შემოწმება და ზედამხედველობა
- მუხლი 23. ხელშეკრულების თავისუფლება და პირობების შეცვლა
- მუხლი 24. იძულება
- მუხლი 26. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება
- მუხლი 27. განსაკუთრებული მოთხოვნები და პირობები
- მუხლი 28. გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება
- მუხლი 29. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება
- მუხლი 30. მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 25, №12, 09.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.16.009.013.285 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84724/muxli-25/