1. წესებითა და მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მომსახურების ხელშეკრულების მხარეებს შესაძლოა დაეკისროს პირგასამტეხლო, თუ პირგასამტეხლოს დაკისრების პირობას პირდაპირ ითვალისწინებს წესები ან/და მომსახურების ხელშეკრულება.
2. დაუშვებელია პირგასამტეხლოს დაკისრება დასახლებულ ზონაში არსებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის.
3. წესებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს დააკისროს პირგასამტეხლო შემდეგი ოდენობით:
ა) მომსახურების საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. მხარეებს შორის დავალიანების გადახდაზე შეთანხმებით წყდება პირგასამტეხლოს დაკისრება, თუ ხელშეკრულებით მხარეები სხვა პირობას არ გაითვალისწინებენ.
5. წესების შესაბამისად, პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს.
6. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა დაუშვებელია, თუ მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინება მომხმარებლის მიერ წარდგენილ იქნა მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე ან მომსახურების ხელშეკრულება შეწყდა წესებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით.
7. ანგარიშსწორებისას, გადახდილი თანხით იფარება ვალდებულებები დავალიანების წარმოშობის თანმიმდევრობით, სადაც პირველ რიგში უნდა დაიფაროს მომსახურების საფასური, ხოლო შემდეგ პირგასამტეხლ