1. როდესაც ერთი მიწოდების წერტილიდან მარაგდება ერთზე მეტი პროფილური მომხმარებლის უძრავი ქონება, ამ უძრავი ქონების მფლობელი მომხმარებლების მიერ საირიგაციო წყლის შესყიდვა ხდება მიწოდების წერტილზე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს მიწოდების წერტილზე დარიცხული საფასურის წილის გამოყვანა თითოეულ მომხმარებელთან მიმართებით. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია:

ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს (გაუგზავნოს) ქვითარი და საფასური დაარიცხოს წყალსარგებლობის განრიგის გათვალისწინებით, მოხმარების შესაბამისად (მათ შორის, ამ მუხლის მე-3 პუნქტის თავისებურების გათვალისწინებით);

გ) მიწოდების წერტილზე მრიცხველით ანგარიშსწორების შემთხვევაში: საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალური მრიცხველების არსებობის შემთხვევაში, ამ მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული წყლის პროპორციულად; ხოლო მიწოდების წერტილზე მოხმარებული წყლის საფასურის სარწყავი ფართის მიხედვით გადახდისას: სარწყავი მიწის ფართობის წილისა და წყალსარგებლობის განრიგში შესაბამის მომხმარებელზე გათვალისწინებული მორწყვის ოპერაციის მიხედვით;

დ) მომხმარებელთა შორის დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, შეისწავლოს საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს დარიცხვის მონაცემების კორექტირება მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ვ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებელი წყლით მომარაგებას შეწყვეტს საანგარიშსწორებო მრიცხველზე (შეწყვეტის შესახებ წინასწარი ინფორმირების შემდეგ), თუ მიმწოდებლის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის წყლით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტა.

2. საერთო მიწოდების წერტილზე წყლის მიწოდებისას მიმწოდებელმა წყალმომარაგების დაწყების შეტყობინებაში და ქვითარში უნდა მიუთითოს, თუ ვისი მოთხოვნით ხდება ამ მიწოდების წერტილზე წყლის მიწოდების კონკრეტული ოპერაცია, ზოგადად ყველა მომხმარებლისთვის, რომელთა მიწის ნაკვეთებიც ამ მიწოდების წერტილიდან მარაგდება წყლით თუ კონკრეტული მომხმარებლისთვის ან მომხმარებელთათვის (თუ წყალსარგებლობის განრიგი შეიცავს მომხმარებელზე ასეთ ინფორმაციას).

3. თუ წყალსარგებლობის განრიგი შეიცავს ინფორმაციას კონკრეტულ პერიოდზე კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნით წყლის მიწოდების შესახებ, წესების შესაბამისად ამ პერიოდზე მიწოდებული წყლის საფასური უნდა დაერიცხოს იმ მომხმარებელს ან დარიცხვა გადანაწილდეს იმ მომხმარებლებზე, ვისი მოთხოვნითაც განხორციელდა წყლის მიწოდების კონკრეტული ოპერაცია.

4. საერთო მიწოდების წერტილზე რეგისტრირებულმა მომხმარებელმა, თუ მოითხოვა წყლის მიწოდების შეწყვეტა სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზიანების მიზეზით, წყლის მიწოდება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მიმწოდებლის მიერ ამ მიწოდების წერტილზე, სანამ არ იქნება მიღებული მოთხოვნა წყლის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით. ამასთან, წყლის მიწოდების შეწყვეტასთან ერთად მიმწოდებელმა ტექსტური შეტყობინება უნდა გაუგზავნოს მიწოდების წერტილზე რეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს წყლის მიწოდების შეწყვეტის კონკრეტული მიზეზისა და წყლის მიწოდების აღდგენის პირობის შესახებ.

5. მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეაჩეროს საირიგაციო წყლით სარგებლობის უფლება როგორც ამ პირის მიმართ, ისე მის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე საირიგაციო წყლით სარგებლობა, სანამ არ მოხდება დარიცხული დავალიანების სრულად გადახდა ან დარიცხული დავალიანების დაფარვის პირობებზე შეთანხმება წესების პირობების შესაბამისად. საირიგაციო წყლით სარგებლობის უფლების შეჩერების მიუხედავად წყლით სარგებლობა ითვლება უკანონო მოხმარებად და მასზე გავრცელდება ამ წესების 34-ე მუხლით გათვალისწინებული პირობებ