1. ქვითრის ფორმა მტკიცდება კომისიის გადაწყვეტილებით.
2. ქვითარი უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:
ა) მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ბ) აბონენტის ნომერს;
გ) ქვითრის ნომერს;
დ) დარიცხვის პერიოდის საწყისი დღის თარიღს;
ე) დარიცხვის პერიოდის ბოლო დღის თარიღს;
ვ) მომსახურების საფასურს, რომელშიც განცალკევებულად უნდა აღინიშნოს:
ვ.ა) კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი;
ვ.ბ) ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის შემთხვევაში, მოხმარებული წყლის რაოდენობა კუბურ მეტრებში და ღირებულება, ხოლო სარწყავი ფართის მიხედვით დარიცხვისას უნდა მიეთითოს – საირიგაციო მიწის ფართობი (ჰა) და მორწყვის ნორმა (ჰექტარზე, კუბურ მეტრებში); წყლის მუდმივად მიწოდების რეჟიმით მიწოდებისას, ასევე უნდა აღინიშნოს ამ რეჟიმის შესახებ;
ვ.გ) წყლით მომარაგების აღდგენის ან/და ქსელთან მიერთების საფასური წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში (დარიცხვის შემთხვევაში);
ვ.დ) აღრიცხვის კვანძის მონტაჟისა და მისი შემოწმების ხარჯები, წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში (დარიცხვის შემთხვევაში);
ვ.ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები;
ვ.ვ) სოციალური შეღავათი ან სუბსიდია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახდელები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
თ) მომსახურების საფასურის გადახდის ვადას;
ი) ქვითარში ასახული თანხის მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შედეგებს;
კ) ქვითრის მომზადების თარიღს;
ლ) მრიცხველის ჩვენებას ბოლო ორი დარიცხვის პერიოდისთვის;
მ) ამ წესების 49-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადახდის საშუალებების შესახებ ინფორმაციას;
ნ) წინა წლის იმავე პერიოდში მოხმარებული წყლის მოცულობას;
ო) ქოლცენტრის ნომერს, მიმწოდებლის ვებგვერდის მისამართსა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას;
პ) ინფორმაციას პრეტენზიის ან/და დავის წარმოშობის შემთხვევაში მიმწოდებლისთვის ან/და კომისიისათვის მიმართვის უფლების თაობაზე, შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
ჟ) ინტერაქტიული მომსახურების ნომერს ან/და ელექტრონულ მისამართს;
რ) მომხმარებლის უძრავი ქონების მისამართს და საკადასტრო კოდს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ს) კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.
3. შესაბამის შემთხვევებში ქვითარში აგრეთვე უნდა მიეთითოს:
ა) მიმწოდებლის მოთხოვნა დეპოზიტის წარდგენის შესახებ ან/და მომხმარებლის მიერ მიმწოდებლისთვის წარდგენილი დეპოზიტის ოდენობა;
ბ) მომხმარებლის მიერ წინსწრებით გადახდილი მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხა.
4. მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიწოდებულ ქვითარში უნდა მიეთითოს, სულ მცირე, ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“-„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია და ქოლ ცენტრის ნომერი. მოკლე ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ბმულს (არაუმეტეს 40 სიმბოლო), რომელზეც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამ მუხლის მე-2 და შესაბამის შემთხვევებში, მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სრული ინფორმაცია ქვითრის მომზადებიდან არანაკლებ 3 წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში, როგორც ძირითად ტექსტში, ასევე ბმულზე ხელმისაწვდომ დოკუმენტში შეცდომის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს ახალი ტექსტური შეტყობინება, სადაც დარიცხვის შესახებ ძირითად ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს ახალი ბმული, გასწორებული დოკუმენტით. ამასთან, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის არსებობისას, ქვითრის შინაარსის, მათ შორის, ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტის სისწორეზე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამგზავნს – მიმწოდებელ