1. წესების შესაბამისად, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით მომსახურების პირობები და მასთან დაკავშირებული ურთიერთობები წარმოიშობა, პირის მიერ საირიგაციო სისტემიდან წყლის მოხმარების ან/და მომხმარებლად განსაზღვრის (რეგისტრაციის) მომენტიდან.
2. წესების შესაბამისად, როგორც მიმწოდებელს, ისე განმცხადებელს (მომხმარებელს) უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ან ელექტრონული ფორმით დადასტურება ან/და კომისიის მიერ დამტკიცებული ტიპური ხელშეკრულების გაფორმება სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
3. წესების შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება, როგორც ამ წესების დანართი №1, ისე კომისიის მიერ დამტკიცებული „მომსახურების ხელშეკრულების“ სხვა სტანდარტული ფორმით.
4. მომსახურების ხელშეკრულება წარმოადგენს უვადო ხელშეკრულებას, თუ მომსახურების ხელშეკრულებით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
5. მომსახურების ხელშეკრულებით განისაზღვრება მიწოდების წერტილი, ამასთან, ის შესაძლოა შეიცავდეს წყალსარგებლობის განრიგ