1. მიმწოდებელი პასუხისმგებელია საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით, წყალმომარაგების პერიოდში, წყალსარგებლობის განრიგის დაცვასა და მიწოდების წერტილში, წესების შესაბამისად წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის წყლის მიწოდებაზე.

2. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 ნოემბრამდე გამოაქვეყნოს საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტი მის მფლობელობაში არსებულ ყველა საირიგაციო სისტემაზე, წყლის მიწოდების არეალების გათვალისწინებით, რომელიც უნდა შემუშავდეს სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით. მიმწოდებელი ვალდებულია გამოქვეყნებულ რეჟიმებში ასევე მიუთითოს დეფიციტის პირობებში, წლის მიწოდების არეალები სამივე რეჟიმისთვის.

3. საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის დამტკიცებამდე, მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებლის მოთხოვნა წყალსარგებლობის განრიგზე, ისე რომ არ დაირღვეს სამინისტროს მიერ დამტკიცებული მორწყვის ნორმები და წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესი, ასევე პროფილურ მომხმარებელთა პრიორიტეტულად მომარაგების პირობა.

4. მომხმარებელთა მიერ მოთხოვნილი წინადადებები სარწყავი სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტში ცვლილებასთან დაკავშირებით, მათთვის მისაღები წყალმომარაგების სასურველი გრაფიკიდან გამომდინარე, საჯაროა და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

5. მომხმარებელმა, მის მიერ მოთხოვნილი/სასურველი წყალსარგებლობის განრიგიდან გამომდინარე, სარწყავი სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტში ცვლილებასთან დაკავშირებით მოთხოვნის შესწავლის მიზნით, მიმწოდებელს უნდა მიმართოს წერილობით.

6. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი წლის პირველ თებერვლამდე განიხილოს წყლის მიწოდების რეჟიმთან მიმართებით მომხმარებელთა წინადადებები, უპასუხოს მათ და ისე დაამტკიცოს საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმ