1. მიმწოდებელი ვალდებულია განცალკევებულად აღრიცხოს:
ა) საირიგაციო სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებით და აღრიცხვის კვანძის მოწყობიდან მიღებული შემოსავალი;
ბ) საირიგაციო სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს და მომსახურების ღირებულება, ასევე, ახლად შექმნილი ქონება (ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლებისა და პარამეტრების მითითებით), ცალ-ცალკე ახალი მომხმარებლების (მოთხოვნილი დაწნევის) მიხედვით და ჯამურად;
გ) საირიგაციო სისტემაზე ახალი მომხმარებლების მიერთებით გაზრდილი წყლის მოცულობები, მათთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები.
2. მიმწოდებელი ვალდებულია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და ვადაში კომისიას წარუდგინოს ანგარიშგება მომსახურების პირობების დაცვის შესახებ.
3. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში მიაწოდოს კომისიას წყალმომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი გასული პერიოდის შესახებ (კომისიის მიერ წინასწარ შემუშავებული ფორმის შესაბამისად