1. მორწყვის ძირითადი ფუნქციაა სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის ვეგეტაციის მთელ პერიოდში ნიადაგის ტენიანობის ოპტიმალური რეჟიმის შექმნა. ამასთან, მორწყვამ არ უნდა გამოიწვიოს ირიგაციული ეროზია, რისთვისაც უნდა შეირჩეს მორწყვის ისეთი წესები, ტექნიკა და რეჟიმი, რომლის დროსაც გამოირიცხება ზედაპირული ჩამონადენის ფორმირება.

2. ირიგაციული ეროზია ინტენსიურად მიმდინარეობს კვლებში მიშვებით მორწყვისას. ძლიერ დაქანებული ფერდობების მორწყვისას დროებითი სარწყავი ქსელის განლაგებამ არ უნდა გამოიწვიოს ირიგაციული ეროზია. არ შეიძლება ერთსა და იმავე ფერდობზე ისეთი კულტურების მოყვანა, რომლებიც განსხვავდებიან მორწყვის ვადებითა და ნორმებით.

3. ყველა სარწყავ და ურწყავ ფართობებზე ეროზიის ინტენსიობის შესამცირებლად ხვნა-თესვა უნდა ჩატარდეს დაქანების გარდიგარდმო.

4. ფერდობების მორწყვისას კარგ ეფექტს იძლევა კონტურული ზოლები, როცა სარწყავი კვლები იჭრება ჰორიზონტალების პარალელურად, ან მცირე კუთხით ჰორიზონტალების მიმართ.

5. ირიგაციული ეროზიის ინტენსივობის შესამცირებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება დაწვიმებით მორწყვაა. ასევე მაღალეფექტურია წვეთოვანი და ე.წ. ნიადაგქვეშა რწყვა. ასეთი მორწყვის წესები პრაქტიკულად გამორიცხავენ ირიგაციული ეროზიის განვითარება