1. წყალშემკრები კვლები წყლისმიერი ეროზიის ძლიერი განვითარების ზონებში ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის, ნაყოფიერების აღდგენის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება. წყალშემკრები, ანუ ეროზიული კვლები აუცილებლად დაქანების განივ-კონტურული მიმართულებით უნდა მოეწყოს. კვლები შეიძლება გატარდეს თესვის პარალელურად, სათესი აგრეგატის ერთ-ერთ განაპირა მხარეს საოში გუთნის ერთი ტანის დამონტაჟებით ან თესვის შემდეგ ჩვეულებრივი ერთი ან ორტანიანი სატრაქტორო გუთნით. მათი ურთიერთდაშორების მანძილი დამოკიდებულია ფერდობის დაქანების სიდიდეზე და წყლისმიერი ეროზიის განვითარების სიძლიერეზე. რაც უფრო მეტია დაქანება და წყლისმიერი ეროზიის განვითარების პოტენციური საშიშროება, მით უფრო მცირე უნდა იყოს მათ შორის მანძილი.

2. ფერდობების ტალღისებრი, უსწორმასწორო დაქანების პირობებში უმჯობესია მოეწყოს ჭადრაკული განლაგების 5-7 მეტრი სიგრძის წყვეტილი კვლები. ხშირად მიმართავენ ნათესების დაჯვარედინებასაც. ამ შემთხვევაში კვლები გაჰყავთ ჯერ დაქანების, შემდეგ კი განივი მიმართულებით. კვლებს შორის ფართობი შეიძლება იყოს 10X15 და 5X10 მ2
. რაც უფრო დიდია ეროზიის განვითარების საშიშროება, მით უფრო მცირე უნდა იყოს უჯრედების ფართობ