1. ნიადაგის ბრტყელმჭრელით ბელტის გადაუბრუნებლად დამუშავება საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს წინამორბედი სასოფლო-სამეურნეო კულტურების (თავთავიანების, სიმინდის, მზესუმზირის და სხვა) მცენარეული ნარჩენების თითქმის 80%, რომელიც ნიადაგის ზედაპირს ძლიერი ქარებისა და წვიმის მავნე მოქმედებისაგან იცავს.

2. აღნიშნულ ღონისძიებებთან კომპლექსშია ცალკეული აგროტექნიკური ხერხები: დანაპრალება, ნახნავისა და ნათესების დაჯვარედინება, წყალშემკრები კვლების მოწყობა, დაფასოება, ღრმად ხვნა და სხვა.

3. თესვა უნდა ჩატარდეს თესლის ღრმად ჩათესვით ზონისათვის აგროწესებით დადგენილი ვადის პირველ პერიოდში.

4. ნიადაგის 40-50 სმ სიღრმეზე ნაპრალებით დამუშავება გამოიყენება ძირითადად საძოვრებზე, სათიბებზე, მრავალწლიანი ბალახებით დაკავებულ ფართობებზე და სხვა.

5. სამუშაოები უნდა ჩატარდეს გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. ნაპრალების ურთიერთდაცილების მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 2-3 მეტრს.

6. უსწორმასწორო რელიეფის პირობებში უმჯობესია ნახნავისა და ნათესების დაჯვარედინება. ამ შემთხვევაში კვლები გატარებული უნდა იქნეს ჯერ დაქანების მიმართულებით, შემდეგ განივად. კვლებს შორის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 10X15 ან 5X10 კვადრატულ მეტრ