თავი III — ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები და მისი ეფექტურობა
1. თანამედროვე მძიმე ტრაქტორებით და მანქანაიარაღებით ნიადაგის ხშირი დამუშავება ნიადაგის გამკვრივებას, გამტვერიანებას და ჰუმუსის სწრაფ მინერალიზაციას იწვევს. ყოველივე ეს აუარესებს ნიადაგის ნაყოფიერების მაჩვენებლებს. ასეთ ფართობებზე ქარისმიერი ეროზიის საზიანო მოქმედება ადვილად ვლინდება. გარდა აღნიშნულისა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისათვის საჭირო ხშირი დამუშავება აძვირებს პროდუქციის თვითღირებულებას.
2. ნიადაგის პოტენციური ნაყოფიერების ამაღლების, ნიადაგის ეროზიისაგან დაცვისა და პროდუქციის თვითღირებულების შემცირების კარგი საშუალებაა ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება. ამჟამად მრავალი სამეცნიერო და საპროექტო-საკონსტრუქტორო დაწესებულება მუშაობს ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავების ფონზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიური საკითხების დასაზუსტებლად, რასაც ეკონომიკურ მხარესთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ქარისმიერი ეროზიისაგან ნიადაგების დაცვისა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლებაშ