1. ეროზიული პროცესები ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე გავრცელებულია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის საძოვრებზე, უფრო მცირე მასშტაბით და სიძლიერით – ბუნებრივ სათიბებზე.

2. ზამთრის საძოვრების მნიშვნელოვან ნაწილზე ძირითადად გორაკებისა და ბორცვების ფერდობებზე წყლისმიერი და უფრო მეტად ქარისმიერი ეროზიის შედეგად დარღვეული და ჩამორეცხილია ნიადაგის საფარი. ხოლო, მათ წინ მდებარე ვაკეების მნიშვნელოვან ნაწილზე ნიადაგი დაიფარა დედაქანების დელუვიალურ-პროვილიარული გამონატანის საფენით და ფაქტობრივად მიგდებულ უნაყოფო მიწად იქცა.

3. სუბალპურ და მთის შუასარტყელების ბუნებრივ სათიბებს და საძოვრებს დიდ ზიანს აყენებს წყლისმიერი ეროზია. საკვების წარმოების გადიდების გარდა, ამ ზონის ნიადაგური და მცენარეული საფარის შენარჩუნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჰიდროტექნიკური, ირიგაციული და ნიადაგური რესურსების დაცვის, ასევე ღვარცოფების წარმოქმნისა და მასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების უსაფრთხოებისათვისაც.

4. ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე ეროზიული პროცესების ინტენსიური განვითარების ძირითადი მიზეზია გადამეტებული თიბვა, საძოვრების გადატვირთვა და, შესაბამისად, ზედმეტი ძოვება, ბალახნარის სახეობების ცვლილება და პირუტყვის გადამეტებული ძოვებისაგან დატკეპნილი ბილიკების წარმოქმნა.

5. სათიბებზე ეროზია უმთავრესად გავრცელებულია სხვადასხვა ხარისხით დახრილ იმ ნაკვეთებზე, რომლებიც ადრე გაზაფხულზე და მოთიბვის შემდეგ პირუტყვის, უმეტესად ცხვრის, საძოვრად გამოიყენება.

6. აუცილებელია ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე დაცული იქნეს მისი ექსპლოატაციის პირობები და პირუტყვის ძოვების მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციები. საჭიროა ძოვების ნაკვეთმორიგეობა.

7. ძლიერ გაძოვილ ნაკვეთებზე უნდა ჩატარდეს ბალახნარევის ხელოვნური მთლიანი ზოლებრივი შეთესვა. დათესილ ნაკვეთზე შეტანილ უნდა იქნეს მინერალური სასუქები (NPK), ასევე ორგანული სასუქები და ორი-სამი წლით აიკრძალოს ძოვებ