1. ქარების მიერ მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია. ამ მოვლენის თავიდან ასაცილებლად ყველაზე რაციონალურ ღონისძიებას ქარსაფარი ტყის ზოლები წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ღონისძიებას შორის, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გასადიდებლად ტარდება, ქარსაფარ ტყის ზოლს ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს. იგი წარმოადგენს მიწათმოქმედების სწორი სისტემის ძირითად შემადგენელ ნაწილს და ხელს უწყობს უხვი და მყარი მოსავლის მიღებას.
2. საქართველოში იშვიათია რაიონი, სადაც არ მჟღავნდება ქარების უარყოფითი გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობაზე. დამტკიცებულია, რომ ტყის ზოლში შესული ქარი თავის პირვანდელ სიჩქარეს და მექანიკურ ენერგიას კარგავს ხის ღეროებზე, ტოტებზე და ფოთლებზე ხახუნის გამო.
აუცილებელი ღონისძიებაა მინდორსაცავი ტყის ზოლების გაშენება ტყის იმ ჯიშების გამოყენებით, რაც დამახასიათებელია რეგიონისათვი