1. განივ-კონტურული დამუშავება ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის ყველაზე უფრო მარტივი, მაგრამ დიდად ეფექტური აგროტექნიკური ღონისძიებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ფერდობებზე ნიადაგის ასეთი წესით დამუშავებით და ფერდობის განივი ჰორიზონტალების მიმართულებით კვლების განლაგებით მცირდება ნიადაგის ზედაპირული ჩამონადენი, იზრდება ნიადაგის ტენის მარაგი და, შესაბამისად, სასოფლო სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა.
2. ფერდობებზე ნიადაგის განივ-კონტურულ დამუშავებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის მზრალად ხვნის დროს ნიადაგში ტენის დაგროვებისა და შენარჩუნებისათვის.
3. 6-70
და მეტი დახრილობის ფერდობებზე ნიადაგის განივ-კონტურული დამუშავება მთლიანად ვერ უზრუნველყოფს ჩამონადენების მინიმუმამდე შემცირებას, ამიტომ ხვნის პარალელურად საჭიროა ხნულის დაბაძოება. ამ მიზნით გუთნის ერთ-ერთ განაპირა ტანს უკეთდება დიდი ზომის ფრთა, რომელიც ხვნის დროს წარმოქმნის ერთიმეორისაგან გარკვეული მანძილით დაშორებულ ბაძოებს.
4. ფერდობებზე ნიადაგის დაქანების მიმართულებით დამუშავებასთან შედარებით, განივ-კონტურული წესით დამუშავებულ ნაკვეთებში 10-15-ჯერ მცირდება ნიადაგის ზედაპირული ჩამონადენი. ნიადაგის ერთ მეტრიან ფენაში ტენიანობა 10-15 მმ-ით დიდდება და 1,5-3,0 ც/ჰა იზრდება მარცვლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა. იგი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მცირდება საწვავი მასალის ხარჯი და იზრდება მანქანა-იარაღების წარმადობა.
5. ფერდობებზე ნიადაგის განივ-კონტურული მიმართულებით ჩვეულებრივი ხვნის პარალელურად, ეროზიისაგან დაცვის საიმედო საშუალებაა ნიადაგის პერიოდულად ღრმად მოხვნა. რაც უფრო ღრმად არის ნიადაგი დამუშავებული, მით მეტი რაოდენობით წყალს ატარებს დროის მოკლე მონაკვეთში. რაც მეტია ნიადაგის წყალგამტარობა, მით ნაკლებია ეროზიის განვითარების საშიშროებ