1. ეროზიული პროცესების შემცირებისა და დაპროგრამებული მოსავლის მიღებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფერდობ ადგილებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესვის წესს, მიმართულებას და ვადებს.
2. ფერდობებზე ნიადაგის განივ-კონტურული ძირითადი დამუშავების შემთხვევაში ნიადაგის თესვის წინა დამუშავება დაქანების მიმართულებით უნდა ჩატარდეს, ხოლო თესვა – განივ-კონტურული მიმართულებით ან ჯვარედინად. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ თავთავიანი კულტურების ჯვარედინი წესით თესვისას, თესვის ნორმის პირველი ნახევარი უნდა დაითესოს დაქანების მიმართულებით, ხოლო მეორე ნახევარი – დაქანების განივ-კონტურული მიმართულებით. ამ შემთხვევაში მცენარისაგან დაქანების საწინააღმდეგოდ შექმნილი ყოველი მწკრივი მნიშვნელოვნად ანელებს წყლების მოძრაობის სიჩქარეს და მის დამრღვევ ძალას. ნიადაგს მეტი შესაძლებლობა აქვს გაატაროს წყალი სიღრმეში და უზრუნველყოს მცენარის კარგი ზრდა-განვითარება.
3. ეროზიის ძლიერი განვითარების ზონაში საშემოდგომო თავთავიანი კულტურები საჭიროა დაითესოს ზონისათვის აგროწესებით დადგენილი ვადების პირველ პერიოდში იმ ვარაუდით, რომ შემოდგომის ნალექების ხარჯზე უზრუნველყოფილ იქნეს თესლის მაქსიმალური აღმოცენება და ახლად აღმოცენებული მცენარის კარგი ზრდა-განვითარება.
4. საქართველოში ამჟამად დარაიონებულ საშემოდგომო ხორბლის ჯიშებს ახასიათებთ სუსტი დაბარტყება, ამიტომ ეროზიის განვითარების ზონებში ნიადაგის პროექციული დაფარულობის გაუმჯობესების მიზნით თესვის ნორმა 15-20%ით უნდა გადიდდე