1. იმ ფერდობებზე, სადაც კონტურული და ზოლური დამუშავება და სხვა ღონისძიებანი არ იძლევა სასურველ შედეგს, გამოიყენება დატერასების მეთოდი. დატერასება მიმართულია ფერდობებზე ეროზიის აღსაკვეთად.

2. დატერასება ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებაა 100-ზე მეტი დაქანების ფერდობებისათვის. ტერასების მოწყობის შემდეგ პრაქტიკულად წყდება ზედაპირული ჩამონადენი.

3. მრავალწლიანი კულტურებისათვის ტერასების საუკეთესო სახედ ითვლება საფეხურებიანი ტერასები.

4. ტერასების მოწყობა ხდება ფერდობების შესწავლის საფუძველზე შედგენილი პროექტის შესაბამისად.

5. სამხრეთ საქართველოში რეკომენდირებულია: ჭადრაკული, დაკორდებული და ქვისკედლიანი ტერასები. ასევე მიღებულია პლანტაჟირებული, ანუ დანახნავი ტერასები და გამონათხარი – დანაყარი ტერასები. 10-150
დაქანების ფერდობებზე უმჯობესია მოეწყოს 4-6 მეტრი სიგანის ე.წ. პლანტაჟირებული, ანუ დანახნავი ტერასები. 15-170
დაქანების ფერდობებზე კი – 3,5-4,0 მეტრი სიგანის გამონათხარი დანაყარი ტერასებ