1. მთაგორიანი ტერიტორიის ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების ერთ-ერთ პერსპექტიულ და მიზანშეწონილ მიმართულებას წარმოადგენს მიწათმოქმედების ლანდშაფტურ-ადაპტური სისტემა. გეოგრაფიული ლანდშაფტი ერთგვაროვანი კონკრეტული ტერიტორიაა, რომელსაც აქვს ერთიანი გეოლოგიური საძირკველი, ერთი ტიპის რელიეფი, ერთნაირი ჰავა, ახასიათებს ჰიდროთერმული პირობების ნიადაგებისა და ბიოცენოზების ერთგვარობა და მორფოლოგიური ნაწილების კანონზომიერი შერწყმა. სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზემოქმედების შედეგად ბუნებრივი ლანდშაფტები გარდაიქმნებიან აგროლანდშაფტებად.

2. ბუნებრივი ლანდშაფტების სასოფლო-სამეურნეო ათვისების ერთ-ერთი შედეგია ლანდშაფტის სივრცითი სტრუქტურის მნიშვნელოვანი ცვლილებების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სხვადასხვა ფართის და კონფიგურაციის ფორმირება. ტერიტორიის დანაწევრება მნიშვნელოვნად ამცირებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გამოყენების კოეფიციენტს.

3. სასოფლო-სამეურნეო წარმოებისას საჭიროა ყველა ნაკვეთისათვის შემუშავდეს მისი მდგომარეობის შენარჩუნების დიფერენცირებული პროგრამა.

4. ლანდშაფტური სისტემის განხორციელებისას აუცილებელია ნიადაგის დამუშავება წარმოებდეს ნიადაგდამცავ ღონისძიებათა გათვალისწინებით. შემოღებულ უნდა იქნეს რელიეფის შესაბამისი თესლბრუნვა. უპირატესობა უნდა მიეცეს ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ბიოლოგიურ მეთოდებს, კერძოდ, სიდერაციას, მრავალწლიანი ბალახების ნათესი ფართობების გაფართოებას.

5. სასოფლო-სამეურნეო წარმოებისას ეროზიის საწინააღმდეგო მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს ფართობის ზედაპირზე ზოლმორიგეობითი ნათესების მოწყობა. ცალკეულ ზოლებზე მონაცვლეობით ითესება სათოხნი კულტურები და მრავალწლიანი ბალახები, რითაც მცირდება ზედაპირული ნაკადის ფორმირება და ეროზიული პროცესების განვითარებ