1. ქარისმიერი ეროზია გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში, ზოგჯერ მტვრიანი ქარიშხლები შეიმჩნევა ათასობით ჰექტარ ფართობზე.
2. საქართველოში ეროზიის ამ სახესთან დაკავშირებული ყოველწლიური ზარალი ათეულობით მილიონ ლარს ითვლის.
3. ქარისმიერი ეროზიის პროცესის ინტენსიობას განსაზღვრავს რეგიონის კლიმატი, ქარის სიჩქარე, მინდორსაცავი ტყის ზოლების არსებობა და სხვა.
4. ქარისმიერი ეროზია განსაკუთრებით ძლიერდება ზამთარში და ადრე გაზაფხულზე, როცა სასოფლო სამეურნეო სავარგულები ნაკლებადაა დაცული მცენარეულობით და ნიადაგი გაშიშვლებულია.
5. ქარისმიერ ეროზიას აძლიერებს ნიადაგის დამუშავება ბელტის გადაბრუნებით, რის შედეგადაც მცენარეულობათა ფესვებით გამაგრებული ეროზიისადმი მდგრადი ფენა ექცევა ქვევით, ხოლო შედარებით ნაკლებად მდგრადი ფენა ზევით ამოდის.
6. შედარებით ინტენსიურად მიმდინარეობს ქარისმიერი ეროზია გარე კახეთსა და შიდა ქართლის რეგიონებში, სადაც ხშირ შემთხვევაში ქარის სიჩქარე 18-28 მ/წმ-ს და ზოგჯერ მეტსაც აღწევს.
7. ნიადაგებში ორგანული ნივთიერებების დიდი შემცველობა განსაზღვრავს მის მაღალ ნაყოფიერებას და დეფლაციისადმი მაღალ მდგრადობას. აქედან გამომდინარე, შავმიწა ნიადაგები, ორგანული ნივთიერებების და ჰუმუსის მეტი შემცველობის გამო, ხასიათდება რა ნიადაგის მექანიკური აგრეგატების მეტი შეჭიდულობის უნარით, ბევრად მდგრადია დეფლაციის მიმარ