თუ მიმწოდებელი ამ წესებით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დარღვევით (მომხმარებლის წინასწარ შეტყობინებისა და მისთვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე) შეცვლის მომსახურების პირობას (მათ შორის, მოხმარებული ბუნებრივი გაზის ფასს), მომხმარებელს უფლება აქვს, შეცვლილი პირობების (გარემოების) გამოაშკარავებიდან 2 თვის განმავლობაში უარი განაცხადოს ამ პირობების მიღებაზე, გააფორმოს ახალი ხელშეკრულება სხვა მიმწოდებელთან და წერილობით აცნობოს მიმწოდებელს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. ასეთ შემთხვევაში არანაკლებ 2-თვიან პერიოდზე, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობა (მათ შორის, საბოლოო ანგარიშსწორება) უნდა განხორციელდეს შეცვლილ გარემოებამდე არსებული, ურთიერთშეთანხმებული ფასითა და პირობებით
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.08.2025
მუხლი 24. იძულება
თავი III — სახელშეკრულებო ურთიერთობები
მთავარი მონაცემები
- ვადა 2 თვის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. აბონენტად რეგისტრაცია
- მუხლი 19. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესი
- მუხლი 20. საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობების გაზრდა
- მუხლი 21. საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური
- მუხლი 22. საცალო მომხმარებლების ქსელისა და დანადგარების შემოწმება და ზედამხედველობა
- მუხლი 23. ხელშეკრულების თავისუფლება და პირობების შეცვლა
- მუხლი 25. პირგასამტეხლო
- მუხლი 26. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება
- მუხლი 27. განსაკუთრებული მოთხოვნები და პირობები
- მუხლი 28. გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება
- მუხლი 29. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 24, №12, 09.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.16.009.013.285 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84724/muxli-24/