1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების ან მოწყობილობების გამართულობა, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმებით, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად (ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად). აღნიშნული შემოწმება მიზნად ისახავს ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენასა და ამ დარღვევის შესაძლო შედეგებზე საცალო მომხმარებელთა წერილობით ინფორმირებას.
2. განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლების გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის გამართულობისა და გაზდანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება უნდა განხორციელდეს გეგმურად, შესაბამისი მომხმარებელთა ჯგუფის შემოწმების სავარაუდო პერიოდზე 3 თვით ადრე მაინც გაფრთხილების შემდეგ. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ზემოაღნიშნული შემოწმების გეგმა განსაზღვროს ყოველწლიურად (ყოველი კალენდარული წლის პირველ მარტამდე) და უზრუნველყოს მისი საჯაროობა ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
3. გამონაკლის შემთხვევაში (შესაბამისი საფუძვლის, მათ შორის, საცალო მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) შესაძლებელია განხორციელდეს საცალო მომხმარებლის არაგეგმური შემოწმებაც, რისთვისაც საჭიროა განაწილების ლიცენზიატის ხელმძღვანელი პირის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: პირი (ან პირთა ჯგუფი), ვინც უნდა განახორციელოს არაგეგმური შემოწმება; მომხმარებლის სახელი, გვარი და მისამართი; აბონენტის ნომერი; გარემოება, რის გამოც უნდა მოხდეს ამ მომხმარებლის არაგეგმური შემოწმება. აღნიშნული აქტი მომხმარებელს უნდა წარედგინოს შემოწმებისას. არაგეგმური შემოწმებისას განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განახორციელოს ამ წესების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოქმედებები.
4. განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი, შემმოწმებელი (ან შემმოწმებელთა ჯგუფი) ვალდებულია განუმარტოს საცალო მომხმარებელს დარღვევის არსი, შესაძლო შედეგები და საცალო მომხმარებელთან ურთიერთშეთანხმებით განსაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (აღნიშნული ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს). შემოწმებისას უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, რომელშიც მოცემული იქნება შემოწმების შედეგები და ვადა დარღვევის გამოსასწორებლად.
5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ქსელიდან ჩახსნას ის დანადგარი ან ხელსაწყო, რომლის ექსპლუატაციაც არ აკმაყოფილებს ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ტექნიკური რეგლამენტის ან/და უსაფრთხოების ნორმებს. ამასთან, თუ შეუძლებელია აღნიშნული დანადგარის, ხელსაწყოს ან გაუმართავი ქსელის სისტემიდან (ან ქსელიდან) ჩახსნა და, დარღვევის სიმძიმიდან (უსაფრთხოებიდან) გამომდინარე, აშკარაა, რომ საცალო მომხმარებელს არ შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (ბუნებრივი გაზის მიწოდების პირობით), მაშინ განაწილების ლიცენზიატს ხარვეზის გამოსწორებამდე უფლება აქვს შეუწყვიტოს ამ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია საცალო მომხმარებელს მოეთხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთების ღირებულების გადახდა ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისათვის.
6. საცალო მომხმარებელი ვალდებულია გამოასწოროს გამოვლენილი ხარვეზი ან მოხსნას შესაბამისი ხელსაწყო ან დანადგარი შემოწმების აქტით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შემოწმების აქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ ხელმეორედ შეამოწმოს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემა, მათ შორის, საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელი, გაზდანადგარები, ხელსაწყოები და მათი ქსელთან მიერთება.
7. შემოწმების აქტში მოცემული ხარვეზის ამავე აქტით განსაზღვრულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება გამოვლენილი დარღვევის გამოსწორებამდე.
8. ამ მუხლში მოცემულ გაზმომარაგების სისტემაში, მათ შორის, საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელში, ხელსაწყოებში ან/და დანადგარებში, არ იგულისხმება აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, მრიცხველი), ასევე, მისი შეცვლა ან შეკეთება. თუ შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევის გამოსწორებისათვის საჭიროა აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, მრიცხველის) მოხსნა ან/და ბრჯენების ხელმეორედ დაყენება, დაუშვებელია მომხმარებელს მოეთხოვოს ამ მოქმედების განხორციელებისთვის რაიმე სახის საფასურის ან თანხის გადახდა.
9. ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზით მომარაგების თვითნებური აღდგენა განიხი-ლება ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებად.
თავი III
სახელშეკრულებო ურთიერთობებ
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.08.2025
მუხლი 22. საცალო მომხმარებლების ქსელისა და დანადგარების შემოწმება და ზედამხედველობა
თავი II — ბუნებრივი გაზის მიწოდება და მომარაგება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 27. მომხმარებლების ქსელისა და დანადგარების შემოწმება და ზედამხედველობა
- მუხლი 12. პასუხისმგებლობა გამანაწილებელი ქსელის გამართულ მუშაობაზე
- მუხლი 3710. აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დარღვევა
- მუხლი 41. საცალო ვაჭრობის ბაზარი
- მუხლი 28. ნავთობპროდუქტების საბითუმო მიმწოდებლებისთვის სავალდებულო წესით განისაზღვროს „ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და გაცემის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის” წარმოება (დანართი №11), ხოლო საცალო
- მუხლი 16. ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის პუნქტიდან
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. განაწილების ლიცენზიატის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება
- მუხლი 17. აქტის შედგენის წესი
- მუხლი 18. აბონენტად რეგისტრაცია
- მუხლი 19. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესი
- მუხლი 20. საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობების გაზრდა
- მუხლი 21. საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური
- მუხლი 23. ხელშეკრულების თავისუფლება და პირობების შეცვლა
- მუხლი 24. იძულება
- მუხლი 25. პირგასამტეხლო
- მუხლი 26. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება
- მუხლი 27. განსაკუთრებული მოთხოვნები და პირობები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 22, №12, 09.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.16.009.013.285 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84724/muxli-22/