1. გამანაწილებელი ქსელის, გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელია სისტემის ოპერატორი.

2. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია განახორციელოს  მომხმარებლის ბუნებრივი გაზის დანადგარების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება ბუნებრივი გაზის მოხმარებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხზე გარემოების დაზუსტების მიზნით ან უსაფრთხოების პირობების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. არაგეგმური შემოწმებისას სისტემის ოპერატორი ვალდებულია განახორციელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოქმედებები.

3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებელს წინასწარ აცნობოს არაგეგმური შემოწმების სავარაუდო თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაუშვას სისტემის ოპერატორის წარმომადგენელი მის მფლობელობაში არსებულ ქსელთან, დანადგარებთან და სხვა სახის ხელსაწყოებთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმისა და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით. სისტემის ოპერატორის მიერ ჩატარებული შემოწმებაზე მომხმარებელი და მიმწოდებელი უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ წერილობითი განმარტება.

4. როდესაც  სისტემის ოპერატორის  მიერ  წესებით განსაზღვრული  მოქმედება ვერ  სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, წესების მიზნებისთვის სისტემის ოპერატორის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის შესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან, ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის ამ მომხმარებლისათვის გაგზავნის თარიღიდან. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისთვის მომარაგების შეწყვეტის პირობასა და პროცედურაზ