1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აბონენტებად რეგისტრირებული პირები გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების დასრულების შემდეგ, ავტომატურად, სპეციალური მოთხოვნის წარდგენის გარეშე მიიღებენ უნივერსალური მიწოდების მომსახურებას და ჩაითვლებიან უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის სტანდარტულ ხელშეკრულებაზე მიერთებულად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისათვის იმ მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომლებიც ავტომატურად სარგებლობენ უნივერსალური მიწოდების მომსახურებით. მიწოდებული ინფორმაცია, მათ შორის, უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის შესახებ;

ბ) მისამართს, სადაც ხორციელდება ელექტროენერგიის მიწოდება;

გ) მომხმარებლის კატეგორიას (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი/მცირე საწარმო).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა მომხმარებლებთან ხელშეკრულების გაფორმება უნდა უზრუნველყოს უნივერსალური მომსახურების მიწოდების დაწყების დღიდან 3 თვის ვადაში, ამ წესების მე-11 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტების შესაბამისად.

4. უნივერსალური მიწოდების დაწყებამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვის უზრუნველყოფის მიზნით მომხმარებელი უფლებამოსილია, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება უნივერსალური მიწოდების დაწყების დღის მდგომარეობით.

5. თუ მომხმარებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, გამოიყენოს პირობითი დარიცხვის მეთოდი, რაც გულისხმობს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვას წინა წლის ამავე თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით. თუ მომხმარებელი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან აბონენტად რეგისტრირებულია განცალკევების დასრულებამდე ერთ წელზე ნაკლები ვადით ადრე, დარიცხვა ხორციელდება ბოლო სამი თვის საშუალო მოხმარების გათვალისწინებით, ხოლო თუ მომხმარებელი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აბონენტად რეგისტრირებულია განცალკევების დასრულებამდე სამი თვეზე ნაკლები ვადით ადრე – ბოლო თვის მოხმარების მიხედვით.

6. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა და უნივერსალური მიწოდების დაწყების თარიღის შესახებ მასთან აბონენტად რეგისტრირებულ მომხმარებლებს აცნობოს უნივერსალური მიწოდების დაწყებამდე გონივრული ვადით ადრ