1. მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მიმწოდებლის შეცვლა რეგულირდება ამ თავის დებულებებით.
2. მომხმარებელი უფლებამოსილია, ერთი მიმწოდებელი, მათ შორის, უნივერსალური მომსახურების ან ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი, შეცვალოს სხვა მიმწოდებლით.
3. მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლის პროცესის დაუბრკოლებელ განხორციელებას უზრუნველყოფს ის მიმწოდებელი, რომელსაც მომხმარებელი მიმართავს მიწოდების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
4. მიმწოდებლის შეცვლის პროცესის მონიტორინგს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესების შესაბამისად, ახორციელებს კომისი