1. არსებული მიმწოდებელი ვალდებულია, ამ წესებით დადგენილი პირობებით უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდება ახალ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ძალაში შესვლასა და ახალი მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებამდე იმგვარად, რომ ამან არ გამოიწვიოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც არსებული მიმწოდებლის მოთხოვნით მომხმარებელს, რომელიც ითხოვს მიმწოდებლის შეცვლას, მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამ