1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ახალ მიმწოდებელს აცნობებს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში:

ა) თუ მიმწოდებლის შეცვლის განაცხადი შეუსაბამოა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან, მათ შორის, ქსელთან მიერთების ტექნიკურ მახასიათებლებთან;

ბ) თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ მომხმარებელმა ერთსა და იმავე დღეს მიმართა ერთზე მეტ მიმწოდებელს, ერთსა და იმავე აღრიცხვის კვანძზე მიმწოდებლის შეცვლის განაცხადებით;

გ) თუ მომხმარებელს ერიცხება დავალიანება ელექტროენერგიის განაწილების საფასურის გადაუხდელობის გამო ერთ საანგარიშო პერიოდზე მეტი ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი არ გამოიყენება მსხვილი მომხმარებლის შემთხვევაში, თუ მიერთების შესახებ განაცხადების დაკმაყოფილება არ იწვევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქსელთან მიერთების ტექნიკურ მახასიათებლებთან შეუსაბამობას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ახალ მიმწოდებელს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე აცნობოს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე, ამ წესების 24-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაუცველად.

4. არსებული მიმწოდებელი ახალ მიმწოდებელს აცნობებს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში:

ა) თუ მომხმარებელს ერიცხება დავალიანება ერთ საანგარიშო პერიოდზე მეტი ვადის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო;

ბ) თუ მისი მოთხოვნის საფუძველზე მომხმარებელს შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება ამ წესებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის, მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამ