1. მომხმარებელი, რომელსაც სურს მიმწოდებლის შეცვლა, მიმწოდებლის შეცვლის განაცხადით მიმართავს მიმწოდებელს, რომელთანაც სურს ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების გაფორმება (შემდგომში ამ თავში – ახალი მიმწოდებელი). მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის ფორმას ამტკიცებს კომისია.

2. მომხმარებელი უფლებამოსილია, მიმწოდებლის შეცვლის განაცხადი ახალ მიმწოდებელს წარუდგინოს მატერიალური ფორმით ან ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მიმწოდებლის შეცვლის განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ბ) აღრიცხვის კვანძის საიდენტიფიკაციო კოდსა და სხვა მახასიათებლებს;

გ) მისამართს, სადაც უნდა განხორციელდეს მიწოდება, საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში – დამატებითი საკონტაქტო პირის მონაცემებს;

დ) მიწოდების სტანდარტულ ხელშეკრულებასთან მიერთების მოთხოვნასა და სტანდარტული ხელშეკრულების საიდენტიფიკაციო ნომერს;

ე) არსებულ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

ვ) მიმწოდებლის შეცვლის/ახალი მიმწოდებლის მიერ მიწოდების დაწყების სასურველ თარიღს;

ზ) თანხმობას, რომ მისი წარმომადგენლობა არსებულ მიმწოდებელთან, კომისიასა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან ურთიერთობისას განახორციელოს ახალმა მიმწოდებელმა.

4. მომხმარებლის მიერ უძრავი ქონებით დროებით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია, შეცვალოს მიმწოდებელი. ამ შემთხვევაში ახალ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს უძრავი ქონებით დროებით სარგებლობის ვადას. აღნიშნულის თაობაზე მომხმარებელმა ახალ მიმწოდებელს უნდა აცნობოს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის წარდგენისას და წარუდგინოს უძრავი ქონებით დროებით სარგებლობის ხელშეკრულება. ეს პუნქტი არ გამოიყენება, თუ მომხმარებელი წარადგენს უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობას ახალ მიმწოდებელთან ამ პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით ხელშეკრულების გაფორმების თაობაზ