1. მომხმარებელი უფლებამოსილია, ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყებამდე აირჩიოს მიმწოდებელი. თუ მიმწოდებლის შეცვლის პროცესი არ დასრულდება ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყებამდე, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ვალდებულია, ახალი მიმწოდებლის მიერ მიწოდების დაწყებამდე უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ბოლო ალტერნატივის მიწოდება.

2. მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი სხვა მიმწოდებლით, მათ შორის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლით, ამ წესების შესაბამისად.

3. დაუშვებელია, ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების გამო, მომხმარებელს დაეკისროს რაიმე სახის პირგასამტეხლო ან საფასური.

4. მომხმარებელი ვალდებულია, სრულად და დროულად გადაიხადოს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის შეცვლამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურ