1. ბოლო ალტერნატივის მიწოდება არის მიწოდება საჯარო მომსახურების გაწევის სახით, შეზღუდული ვადითა და რეგულირებული პირობებით, იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებმაც, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ აირჩიეს ან დაკარგეს მიმწოდებელი.

2. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად, დაეკისრა ბოლო ალტერნატივის მიწოდების ვალდებულება.

3. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდება სპეციალური მოთხოვნის წარდგენის გარეშე, თუ ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ საბაზრო საქმიანობის გეგმურად ან არაგეგმურად შეწყვეტის ან ვალდებულებების უხეშად დარღვევის გამო მათ დაკარგეს ელექტროენერგიის მიღების საშუალება.

4. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი :

ა) ახორციელებს ბოლო ალტერნატივის მიწოდებას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლებისთვის, კანონის საფუძველზე, ამ წესების მოთხოვნების დაცვით, ამ თავის დებულებების გათვალისწინებით;

ბ) იღებს ზომებს ბოლო ალტერნატივის მიწოდების მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების მიზნით;

გ) კომისიის კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელთა ერთსა და იმავე კატეგორიას, რომლებიც იღებენ ბოლო ალტერნატივის მომსახურებას, ჰქონდეთ მომსახურებისა და დაცვის ერთი და იგივე პირობები;

დ) ასრულებს ამ წესებით, ბოლო ალტერნატივის მიწოდების ხელშეკრულებითა და კანონის შესაბამისად მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს.

5. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, სანამ მომხმარებელი არ გააფორმებს ხელშეკრულებას ახალ მიმწოდებელთა