1. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების დღეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს მრიცხველის წაკითხვას.
2. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ პირველი ქვითარი გაიცემა მრიცხველის ფაქტობრივი ჩვენების მიხედვით, უნივერსალური მომსახურების დაწყების დღიდან მომდევნო წაკითხვამდე პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით, ამ წესების შესაბამისად.
3. მომხმარებლის მიერ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის სხვა მიმწოდებლით შეცვლის შემდეგ, ელექტროენერგიის ბოლო ქვითრის მიწოდება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებლის შეცვლიდან ექვსი კვირის განმავლობაში.
4. ეს მუხლი არ ვრცელდება ამ წესების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზ