1. მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი სხვა მიმწოდებლით, ამ წესების მე-5 თავის დებულებების გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის დაუშვებელია, მომხმარებელს დაეკისროს რაიმე სახის პირგასამტეხლო ან საფასური. მომხმარებელი ვალდებულია, სრულად და დროულად გადაიხადოს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის შეცვლამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.

3. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს არანაკლებ ერთი თვით ადრე აცნობოს მისი ავტორიზაციის ვადის ამოწურვისა და სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების უფლებამოსილების თაობაზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაცია უქმდება ვადაზე ადრე, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე აცნობებს მომხმარებელს საჯარო მომსახურების ვალდებულების დაკისრების გაუქმებისა და სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების უფლებამოსილების თაობაზ