1. ეს თავი ადგენს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების საფუძვლებს, ვადებს, პირობებსა და პროცედურებს, აგრეთვე, მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესყიდვის წესებს.

2. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა მიზნად ისახავს ელექტროენერგიის უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ მიწოდებას იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც უფლებამოსილი არიან, მიიღონ უნივერსალური მომსახურება.

3. უნივერსალური მომსახურებით სარგებლობისათვის მომხმარებელი უნდა იყოს აბონენტად დარეგისტრირებული შესაბამის სისტემის ოპერატორთან, კომისიის ნორმატიული აქტით დადგენილი წესი