1. ეს თავი ადგენს მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ძირითად პირობებს, ასევე, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული მიწოდების სტანდარტული ხელშეკრულების მოთხოვნებს.
2. მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას (მიყიდვას) უზრუნველყოფს მიმწოდებელი. ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება არარეგულირებული, საბაზრო ფასით, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა წესების მე-3 და მე-4 თავებით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. მიმწოდებელს უფლება აქვს, უარი თქვას მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევაზე ან შესაბამისი გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა:
ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფორსმაჟორულ ან უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ შემთხვევებში;
ბ) თუ მომხმარებელი, მიმწოდებლის გაფრთხილების მიუხედავად, არ ასრულებს მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მათ შორის, მიღებული მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით.
4. მომხმარებელს უფლება აქვს, თავისუფლად აირჩიოს და შეცვალოს მიმწოდებელი, წესების მე-5 თავის შესაბამისად. დაუშვებელია მიმწოდებელმა ან სხვა პირმა ხელი შეუშალოს მომხმარებელს მიმწოდებლის თავისუფლად არჩევაში
5. მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდებისთვის გაწეული საფასურის დარიცხვა ხდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.
6. მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური ასახოს ცხადად და გასაგებად შედგენილ ანგარიშფაქტურაში (ანგარიშსწორების ქვითარში) და უზრუნველყოს მომხმარებლისათვის მისი მიწოდება. მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს მესამე პირთან, მათ შორის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების/მომსახურების შესყიდვის საფუძველზე.
7. დაუშვებელია მომხმარებელს დაეკისროს ამ წესებთან შეუსაბამო რაიმე გადასახდელის ან საფასურის გადახდა.
8. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურებები და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინება ეფუძნება ადმინისტრირების ერთიან ინტეგრირებულ და კოორდინირებულ სისტემას კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები