1. მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ხდება სისტემის ოპერატორისთვის „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის“ გადახდის პირობით, წესების მოთხოვნათა შესაბამისად.

2. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია წესების მე-17 და მე-18 მუხლებით, თუ წესებით  მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

3. მომხმარებელმა ან მომხმარებელთა ჯგუფმა, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „გამანაწილებელ ქსელთან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით“ უნდა მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (წერილობით). ამასთან, სისტემის ოპერატორისთვის ამ პუნქტში მოცემული განაცხადით, მიმართვა არ წარმოადგენს აუცილებლობას, თუ კომისიის მიერ დამტკიცებული სხვა განაცხადის ფორმა ითვალისწინებს გამანაწილებელ ქსელთან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ პირობას.

4. მიერთების მსურველი ვალდებულია, შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის 50 პროცენტი. დარჩენილი თანხის გადახდა უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ მხარეები წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული  ფორმით) არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.

5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით (ელექტრონულად ან მატერიალურად). ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ოპერატორი არ აცნობებს განმცხადებელს პასუხს დადგენილ ვადაში, განაცხადი მიღებულად ჩაითვლება სისტემის ოპერატორის მიერ განაცხადის მიღების დღიდან. განაცხადზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის საფუძველზე.

6. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაასაბუთოს განაცხადზე დადგენილი ხარვეზი. ხარვეზის დადგენის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ შემდეგი გარემოებები:

ა) განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით);

ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება 500 კილოვატს;

გ)  შეუძლებელია, სისტემის ოპერატორის მიერ გამოყენებული დისტანციური აღრიცხვის სისტემის საშუალებით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა;

დ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება მომხმარებლის ქსელთან მიერთების სიმძლავრეს/მომხმარებელთა ჯგუფის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ჯამურ სიმძლავრეს;

ე) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შედეგად, სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე გადააჭარბებს სისტემის ოპერატორისათვის წლიური პიკური დატვირთვის განსაზღვრულ ზღვარს.

7. სისტემის ოპერატორის მიერ განაცხადის მიღების შემთხვევაში, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სამუშაოებს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს) უზრუნველყოფს სისტემის ოპერატორი.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიერთების მსურველის განაცხადის დახარვეზების შემდეგ, განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, მიერთების მსურველი უფლებამოსილია, ახალი განაცხადით თვითონ იკისროს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დისტანციური აღრიცხვის სისტემისათვის საჭირო კავშირის უზრუნველყოფა.

9. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს მისი მფლობელი  მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრეს, ხოლო მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში – ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს. ამ მიზნით, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს და გააკონტროლოს გამანაწილებელ ქსელთან  მისაერთებელი სიმძლავრე.

10. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს როგორც არსებული მომხმარებლის, ასევე ახალ ობიექტზე მიერთების მსურველის  მიერ. შესაბამისად მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის მსურველმა მოთხოვნის შესაბამისად უნდა გადაიხადოს:

ა) არსებული მომხმარებლის შიდა ქსელში დაერთების შემთხვევაში – დანართით №4 განსაზღვრული „ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური“;

ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შემთხვევაში – დანართით №2 გათვალისწინებული „0,220კვ, 0,380 კვ, და 6/10 კვ ძაბვაზე ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური“ და დანართით №4 განსაზღვრული „ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური“;

გ) მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის მოთხოვნის შემთხვევაში (ჭკვიანი მრიცხველის  მოწყობისთვის) –  დანართით №4 განსაზღვრული „ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური“, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომხმარებელი მიერთებულია საერთო სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს ან გააჩნია ჭკვიანი მრიცხველი;

დ) სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდას, შიდა ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობისას, ან უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის, ან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლის სიმძლავრის გაზრდას –  სიმძლავრის გაზრდაზე წესებით გათვალისწინებული საფასური.

11. თუ ელექტროსადგური უკვე მიერთებულია გამანაწილებელ ქსელთან და გააჩნია მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემა, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასური მასზე არ ვრცელდება.

12. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის რეგისტრაციის მსურველი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება უნდა განხორციელდეს:

ა) არსებული მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შიდა ქსელის გავლით გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში – დანართით №4 განსაზღვრულ ვადაში;

ბ) ახალი ობიექტის მიერთების ან სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შიდა ქსელის გავლით გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნას – იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღვრულია წესებით, ახალი ობიექტის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის შესაბამის მომსახურებაზე;

გ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შემთხვევაში – დანართით №2 განსაზღვრულ ვადაში;

დ) მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის მოთხოვნის შემთხვევაში (ჭკვიანი მრიცხველის მოწყობისთვის) –  დანართით №4 განსაზღვრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი მიერთებულია საერთო სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს ან გააჩნია ჭკვიანი მრიცხველი, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

13. თუ სისტემის ოპერატორი, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან  მიერთების განაცხადთან ერთად ან მის მიერთების პროცესში, მიიღებს მომხმარებლის მოთხოვნას მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის შესახებ, აღნიშნული მოთხოვნის შესრულების ვადის ათვლა დაიწყება განაცხადში მოცემული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების დასრულების თარიღიდან.

14. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელში ჩართვამდე, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეამოწმოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩართვის სქემა და ავტომატური მართვის ტექნიკური გამართულობა. გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი წერილობითი (მატერიალური ან  ელექტრონული ფორმით), მიუთითებს მომხმარებელს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის თაობაზე. დაუშვებელია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელში ჩართვა ხარვეზის გამოსწორებამდე. მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელთან მიერთება, თუ დაკმაყოფილებულია ახალი ობიექტის ქსელთან მიერთების პირობა, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტროენერგია.

15. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის ქვითარში და ამ მიზნით შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინოს მიმწოდებელს,   წესების მე-14 მუხლის შესაბამისა