1. მომხმარებელი ვალდებულია სისტემის ოპერატორს აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს სისტემის ოპერატორს „მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია). სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს განაცხადი და გააგზავნოს ტექსტური შეტყობინება განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე- განაცხადის რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის მითითებით.
2. მომხმარებლის მიერ „ბუნებრივი გაზის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია წესების მე-17 და მე-18 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, სისტემის ოპერატორის მიერ, დაცული უნდა იყოს მომხმარებლის მომსახურებისა და ინფორმირების პირობა, მათ შორის გაზმომარაგების დაწყებისთვის შიდა ქსელის მზადყოფნის დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობის შესახებ.
3. მომხმარებელი ვალდებულია, „ბუნებრივი გაზის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული ბუნებრივი გაზის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობითი ფორმით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი, ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ხარვეზის დადგენის მიზეზების შესახებ მოკლე ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 5 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.
5. თუ მომხმარებელი ბუნებრივი გაზის ფაქტობრივ მოხმარებას (სიმძლავრეს) გაზრდის მიერთების ტექნიკური პირობით (მიერთების განაცხადით) გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით, ისე რომ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი გამანაწილებელი ქსელის ან/და სხვა მოწყობილობების (მათ შორის, არსებული აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია) შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორის მიერ უნდა მოხდეს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის საჭირო ქსელის მოწყობა-რეკონსტრუქცია (სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურება). ამასთან, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ბუნებრივი გაზის მოხმარების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:
ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრის მისაღებად საჭიროა გამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქცია, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს დანართი №1-ით დამტკიცებული იმ შეთავაზებული პაკეტის საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის გაზრდილ (მოთხოვნილ) მისაერთებელ სიმძლავრეს;
ბ) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრის მისაღებად საჭიროა მხოლოდ აღრიცხვის კვანძის (ასევე, საჭიროების შემთხვევაში, წნევის რეგულატორის) შეცვლა-რეკონსტუქცია, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს დანართი №2-ით დამტკიცებული იმ შეთავაზებული პაკეტის საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის გაზრდილ (მოთხოვნილ) მისაერთებელ სიმძლავრეს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზის სისტემის მოწყობა (ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყება) იმ ვადაში, რაც გათვალისწინებულია დანართით №1 და დანართით №2.
7. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი წნევის საფეხური ან სიმძლავრე, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების მე-17 მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ხდება, ისეთი ახალი ობიექტის მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური). მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება დანართით №2, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.
8. გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდად არ განიხილება ამ ობიექტის მისაერთებელი სიმძლავრის 10%-ის ფარგლებში გადაცილება, თუ სისტემის ოპერატორის მიერ, მინიმალური მოხმარების აღრიცხვის მიზნით მოწყობილ იქნა დამატებითი მრიცხველი.
9. ბუნებრივი გაზის მოხმარების სიმძლავრის (მოცულობის) გაზრდა დასტურდება იმავე წესით, რომლითაც მოხდა გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრისა და ბუნებრივი გაზის დასაშვები მოცულობის განსაზღვრ