1. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა, ასეთ შემთვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს წყალმომარაგების მიმწოდებელს საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმის მიხედვით).
2. მომხმარებელი ვალდებულია, საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაშითუ მხარეები წერილობით არ შეთნხმდენენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.
3. მომხმარებლის მიერ მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წეით და პირობებით. როგორც ეს განსაზღვულია ამ წესის მე-16 და მე-17 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზრვრული.
4. წყალმომამარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნრბლივ აცნობოს პასუხი, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით-წერილობით ან ელექტონულად. ხარვეზის დადგენის შემთვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთვევაში განაცხადი(მოთხოვნა) მიღებულად ჩითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთვევაში წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშო დღის ვადაში განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.
5. განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს შემდეგი გარემოებები: თუ მომხმარებლის მოთოვნა არ განეკუთვნება ამ წესებით გათავალისწინებული მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შემთხვევას ან განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით). ასეთ შემთვევაში, მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთვევაში.
6. განაწილების მიმწოდებელი ვალდებულია, დაადგინოს მომხმარებლის ტექნიკური წყალის წყალმომარაგების სისტემაზე დასაშვები მოცულობა განაცხადის მიღებისთანავე, მომხმარებლის ტექნიკური წყლის წყალმომარაგების სისტემაზე დასაშვები მოცულობა (მილსადენის დიამეტრი და დასაშვები გამტარუნარიანობა) დგინდება ამ მომხმარებლის აღრიცხვის კვანძიდან გამომსვლელი მილის დიამეტრის (ან აღრიცხვის კვანძის არ არსებობის შემთვევაში, მომხმარებელთნ შემსვლელი მილის დიამეტრის) შესაბამისი დასაშვები გამტარუნარიანობის მაქსიმუმით (ტექნიკური წყლით მომარაგების წარმადობა მოცემულია შესაბამის შეთვაზებულ პაკეტზე).
7. საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში წყალმომარაგების მიმწოდებლის მიერ უნდა მოხდეს განაცხადში მოცემული მოთხოვნის შესაბამისად წყალმომარაგების სისტემის მოწყობა სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა და მოთხოვნილი მოცულობით ტექნიკური წყლის მიწოდება ან/და წყალარინირების მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური ამ წესის პირობების შესაბამისად.
8. წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ მოთოვნის შესასრულდებლად საჭირო სამუშაოები და სხვა მოქმედებები შეასრულოს იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღრულია ამ წესით დადგენილ შესაბამის შეთავაზებულ პაკეტზე.
9. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი სიმძლავრის გაზრდა, რომელზედაც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესით და პირობებით, როგორც ეს განსაზღრულია ამ წესის მე-16 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთვევაში, როდესაც ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური; მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათცვალისწინებული სამუშაოების, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოეზე გადახდილი უნდა იქნეს ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღრული მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის შესაბამისად.
10. მოხმარების მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითც მოხდა წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრ