1. ეს წესი თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელზე, გარდა ამ მუხლით დადგენილი შემთვევებისა.
2. ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ. მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში მიმწოდებელი წყვეტს შესაბამისი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტექნიკური წყლით მომარაგებას; ამასთან მიმწოდებელი ვალდებულია, ტექნიკური წყლით მომარაგების შეწყვეტისას გაითვალისწინოს დავალიანების გადახდისა და მისი ასახვის პერიოდი (არა უმეტეს 5 კალენდარული დღისა). ამ პროცედურების დარღვევის შემთხვევაში,შესაბამისად მოხდება ტექნიკური წყლით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.
3. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ წარდგენილ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში და შესაბამისად, ხელშეკრულებაში დამატებით მოცემული უნდა იყოს ტექნიკური წყლის მოხმარების მოთხოვნილი სიმძლავრის საპროგნოზო მოცულობები.
4. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთვევაში, თუ იგი ტექნიკური წყლით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, აბონენტად რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოთ მოწყობის შემდეგ, რომლითც შესაძლებელი იქნება მიმწოდებლის მიერ ამ მომხმარებლის (აბონენტის) ტექნიკური წყლის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა, ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს წერილობითი ფორმით გაფორმებული შეთნხმება საკონტროლო და ინდივიდუალურ მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების შესახებ. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთნხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ წესებით განსაზღრულ პირობებს.
5. მიმწოდებლისთვის ტექნიკური წყლის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მუშაობის პერიოდში, ხოლო განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში-ნებისმიერ დროს.
6. თუ მომხმარებლის ტექნიკური წყლის აღრიცხვა (ტექნიკური წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (ტექნიკური წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში). არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ტექნიკური წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათავალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.
7. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევები:
ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ტექნიკური წყლის უკანონოს მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით.
ბ) იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ტექნიკური წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული ტექნიკური წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული ტექნიკური წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.
8. ტექნიკური წყლით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ მიმწოდებელს.
თავი III
მომხმარებელთა ელექტრონულული ფორმით ინფორმირების წესი და პროცედურე