1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის გადაუხდელობის, ტექნიკური წყლის უკანონოდ მოხმარების, ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ან მომხმარებლის მოთხოვნის  საფუძველზე ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს ტექნიკური წყლით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს წყალმომარაგების ქსელიდან ჩახსნილი მომხმარებლის ტექნიკური წყლის მიწოდების აღდგენის საფასური.

2. ტექნიკური წყლით მომარაგების აღდგენის საფასური შეადგენს  მომხმარებლის  ტექნიკური წყლით მომარაგების ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენისათვის გაწეული ხარჯების ერთობლიობას, რომელსაც გაიანგარიშებს და ამტკიცებს მიმწოდებელი.

3. ქსელიდან ჩახსნისა და არდგენის ღირებულების დარიცხვა დაუშვებელია, თუ არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პენქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის ტექნიკური წყლით მომარაგების დაუსაბუთებელი შეწყვეტის და ამის შედეგად ტექნიკური წყლის საფასურის არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს ახალი გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის ტექნიკური წყლით მომარაგება.
თავი V
განსაკუთრებული შემთხვევები, სპეციალური რეჟიმები და ანგარიშგე