1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, წესების მოთხოვნების დაცვით ქვითარში ასახული თანხის გადაუხდელობის, მათ შორის მომსახურების საფასურის გადაუხდელობის, წყლის უკანონოდ მოხმარების, სადრენაჟო სისტემის მომსახურების უკანონოდ სარგებლობის, ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევის ან ამ მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე საირიგაციო სისტემიდან მომარაგებაშეწყვეტილ (საირიგაციო სისტემიდან ჩახსნილ) მომხმარებელს, წყლით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს მომსახურების აღდგენის საფასური.

2. მომსახურების აღდგენის საფასური არ ასახავს, ამა თუ იმ მომხმარებლის წყლით მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის ზუსტ ღირებულებას და მისი სიდიდე იანგარიშება პირობითად აღებული ხარჯის მიხედვით. მომხმარებლის მიერ გადახდილი მომსახურების აღდგენის საფასური წარმოადგენს მიმწოდებლის შემოსავალს და მიღებული შემოსავალი გათვალისწინებული იქნება წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშებისას.

3. მომსახურების აღდგენის საფასური დღგ-ის ჩათვლით განისაზღვროს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით, თუ:

ა) მიწოდების წერტილში არის მოწყობილი ჩამკეტი საშუალება და მოქმედება შესრულდა ჩამკეტი საშუალების გამოყენებით – დისტანციური ჩამკეტი საშუალებით 2 ლარის ოდენობით, ხოლო მექანიკურით – 10 ლარის ოდენობით;

ბ) მიწოდების წერტილში არ არის მოწყობილი ჩამკეტი საშუალება ან მომხმარებელი ზღუდავს მის გამოყენებას – 35 ლარის ოდენობით.

4. მომსახურების აღდგენის საფასურის დარიცხვა დაუშვებელია, თუ წყლით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის წყლით მომარაგების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა ფაქტორის გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება, უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის წყლით მომარაგება და გაუწიოს სათანადო მომსახურება.

თავი IV. საირიგაციო სისტემაში ქსელური მომსახურებე