1. მიმწოდებელი პასუხისმგებელია საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით გათვალისწინებულ წყალმომარაგების პერიოდში შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით მომხმარებლისთვის წყლის მიწოდებაზე, მათ შორის მომხმარებელთან შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის დაცვასა და მიწოდების წერტილში წესების შესაბამისად წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის წყლის მიწოდებაზე.

2. მიმწოდებელი ვალდებულია აკონტროლოს საირიგაციო სისტემიდან წყლის მიწოდება და შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი (მათ შორის მიწოდების წერტილში წყლის მომარაგების დაწყება, შეწყვეტა და საირიგაციო სისტემიდან წყალაღების პირობები).

3. მომხმარებლისთვის მომარაგების დაწყება და შეწყვეტა უნდა დასტურდებოდეს ტექნიკური საშუალებებით, მათ შორის ბრჯენით (საჭიროების შემთხვევაში) და ჟურნალში ჩანაწერებით ისე, რომ არაორაზროვნად ჩანდეს მომხმარებელი, მიწოდების წერტილის ნომერი, მომარაგების შეწყვეტის ან აღდგენის თარიღი და დრო, შესაბამისი მოქმედების მიზეზის მითითებით. ამასთან, თუ ტექნიკური საშუალებით შეუძლებელია მომხმარებლისთვის წყლის მომარაგების დაწყების ან შეწყვეტის დადასტურება, მიწოდების წერტილში წყალსარეგულაციო კვანძი, დაკეტილ მდგომარეობაში უნდა დაიბრჯენოს და შესაბამის ჟურნალში სხვა ჩანაწერებთან ერთად მიეთითოს ამ ბრჯენის ნომერი.

4. დაუშვებელია საირიგაციო სისტემიდან წყლის აღების პირობების დარღვევა. წყლის მოხმარება, დაშვებულ მაქსიმალურ საათობრივ მოხმარებაზე მეტი მოცულობით, წარმოადგენს უკანონო მოხმარებას. აღრიცხვის კვანძის გარეშე წყალაღების პირობების დარღვევით დაშვებულ მაქსიმალურ საათობრივ მოხმარებაზე მეტი წყლის მოხმარების შემთხვევაში, უკანონოდ მოხმარებული წყლის მოცულობის დადგენა უნდა მოხდეს წესების 34-ე მუხლის პირობების შესაბამისად.

5. საერთო მიწოდების წერტილზე არსებული შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი წყალმომარაგების პერიოდებზე უნდა ითვალისწინებდეს (უნდა შეიცავდეს) თითოეულ მომხმარებელზე მითითებას, მიწოდების წერტილში წყლის მიმღები პირის შესახე