1. მომხმარებლის მიერ წყლით მომარაგების ტექნიკური ხარისხის (წყლით მომარაგების მახასიათებლები, მისი დებიტის, დაწნევის ან/და ხარისხის) ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღისა და განახორციელოს სათანადო მოქმედებები ან ადგილზე შემოწმების შემდეგ, განცხადებაზე რეაგირების წესებით განსაზღვრულ ვადებში, აცნობოს მომხმარებელს გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ (ამ მოქმედებებზე კონკრეტული ვადების მითითებით). ამასთან, ოპერატიული რეაგირების საჭიროების დადგენის მიზნით, განაცხადის ან შეტყობინების რეგისტრაციისთანავე, მიმწოდებლის წარმომადგენელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს განმცხადებელს/მომხმარებელს საკონტაქტო ნომერზე (ოპერატიული რეაგირების დადგენის მიზნით დაუყოვნებლივ დაკავშირების ვალდებულება ასევე ვრცელდება მომარაგების წყვეტასთან დაკავშირებულ შეტყობინებაზეც). იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მიმწოდებლის წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს.

2. საირიგაციო სისტემის გაუმართაობის შესახებ შეტყობინებაზე (რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს საირიგაციო სისტემაში არხის/მილის დაზიანების, დაბინძურების, წყლის გარემოში დაღვრის, გრუნტის ჩამოშლის ან სხვა გარემოებასთან, რომელიც იწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს წყლით მომარაგებაში პრობლემა, მათ შორის წყალმომარაგების შეწყვეტა/შეფერხება ან დაბინძურება) მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება, მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღისა და განახორციელოს სათანადო მოქმედებები ან ადგილზე შემოწმების შემდეგ, განცხადებაზე რეაგირების წესებით განსაზღვრულ ვადებში, აცნობოს მომხმარებელს გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ (ამ მოქმედებებზე კონკრეტული ვადების მითითებით). ამასთან, ოპერატიული რეაგირების საჭიროების დადგენის მიზნით, განაცხადის ან შეტყობინების რეგისტრაციისთანავე, მიმწოდებლის წარმომადგენელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს განმცხადებელს/მომხმარებელს საკონტაქტო ნომერზე (ოპერატიული რეაგირების დადგენის მიზნით, დაუყოვნებლივ დაკავშირების ვალდებულება ასევე ვრცელდება მომარაგების წყვეტასთან დაკავშირებულ შეტყობინებაზეც). იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მიმწოდებლის წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს.

3. მიმწოდებელი ვალდებულია საჯარო გახადოს მომხმარებლისთვის შეთავაზებული, მომხმარებლის საირიგაციო სისტემის დამატებითი მომსახურებები, მათ შორის საირიგაციო სისტემის წმენდის პირობები, მომსახურების ვადები და პროცედურები. აღნიშნული დამატებითი მომსახურებები უნდა შესრულდეს დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებლის საჯაროდ გამოცხადებული პირობების დაცვი