1. მიმწოდებელი ვალდებულია იქონიოს, სულ მცირე, ერთი მომსახურების ცენტრი ყველა იმ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ახორციელებს პროფილურ მომხმარებელთათვის წყლის მიწოდებას, მომხმარებლების განთავსებისა და მათი მიმართვიანობის შესაბამისად.
2. მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს მიმწოდებელს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე სატელეფონო ცხელი ხაზის და ელექტრონული საშუალებით ან ვებგვერდის მეშვეობით – 24 საათის განმავლობაში.
3. მომხმარებელი ასევე უფლებამოსილია მიმწოდებელს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით. კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს. ასეთ შემთხვევაში განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების მიმწოდებლისათვის გადაგზავნის მომენტიდან.
4. მომსახურების ცენტრში მომხმარებლის ვიზიტის განხორციელების მიზნით შესაძლებელი უნდა იყოს წინასწარ ჩაწერა ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მიმწოდებლის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის შესაბამისად და აღნიშნული განრიგი უნდა იყოს დაცული.
5. მომსახურების ცენტრის ადგილმდებარეობის განსაზღვრისას მიმწოდებელმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები საიმისოდ, რომ მომსახურების ცენტრი იყოს მარტივად ამოსაცნობი, მათ შორის შესაბამისი ვიზუალური ნიშნებით.
6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მის წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთა