1. მომსახურების ხელშეკრულებით მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მომხმარებელს წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მომხმარებელი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
2. წესები განსაზღვრავს მომსახურების ხელშეკრულების დადებასა და მის შინაარსთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლის დაცვაზეც პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
3. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად). წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით მომსახურების ხელშეკრულების პირობები ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ხელშეკრულება გაფორმებულად ჩაითვლება ამ წესებით დადგენილი წესით, პირის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთებით.
4. წესებით განსაზღვრული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
5. მიმწოდებელს უფლება არ აქვს მომხმარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
6. მიმწოდებელი პასუხისმგებელია საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის დაცვასა და მიწოდების წერტილში, წესების შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის წყლის მიწოდებაზე. მიმწოდებელი ვალდებულია აკონტროლოს საირიგაციო სისტემიდან წყლის მომარაგება, მათ შორის მომარაგების დაწყება და შეწყვეტა.
7. მიმწოდებელი პასუხისმგებელია საირიგაციო სისტემის მეშვეობით მომხმარებელთა სათანადოდ მომსახურებასა და წყლით მომარაგებაზე.
8. მიმწოდებელი და მომხმარებელი ვალდებული არიან დაიცვან წესებში მოცემული ნორმები. წესების შესრულება სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს წყლის მიწოდებას, გატარებას, ან/და მოხმარებას. დაუშვებელია ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება.
9. მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
10. მიმწოდებელი ვალდებულია წყლის მიწოდების დროს ურთიერთობა აწარმოოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. დაუშვებელია, მხარეებს შორის ურთიერთობა განხორციელდეს ან ანგარიშსწორებისას უპირატესობა მიენიჭოს არასახელმწიფო ენაზე შედგენილ დოკუმენტს ან უცხოურ ვალუტას.
11. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.
12. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის ზღვარი განისაზღვრება, ამ წესების პირობების შესაბამისად მიმწოდებელსა და მომხმარებლის მიერ მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრულ (მოცემულ) მიწოდების წერტილზე.
13. დადგენილ ვადაში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შეუძლიათ დამატებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე. ამასთან, პირგასამტეხლოზე დამატებითი შეთანხმება ხელშეკრულების მხარეებს უნდა აკისრებდეს ორმხრივ ვალდებულებას. ბათილია შეთანხმება, რომელიც მხარეებს აკისრებს აშკარად არათანაბარ და ურთიერთშეუსაბამო ვალდებულებებ