1. მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებლების უფლებების დაცვის მიზნით, შექმნას საპრეტენზიო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორუფლებიანობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით მომხმარებლის პრეტენზიის განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
2. საპრეტენზიო კომისია უნდა შედგებოდეს, სულ მცირე, სამი წევრისგან. მიმწოდებელი ვალდებულია საპრეტენზიო კომისიის წევრებად შეარჩიოს პირები, რომლებსაც გააჩნიათ დაკავშირებულ დარგებში საქმიანობის გამოცდილება და გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ობიექტურობით.
3. საპრეტენზიო კომისიის წევრი უფლებამოსილი არ არის, მონაწილეობა მიიღოს პრეტენზიის განხილვაში, თუ:
ა) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია პრეტენზიის შედეგით ან არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში;
ბ) პრეტენზიის წარმდგენის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;
გ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან წილს იმ საწარმოში, რომელიც მიმწოდებელს მიმართავს პრეტენზიით;
დ) მისი ოჯახის წევრი შრომით ურთიერთობაშია პრეტენზიის წარმდგენ მომხმარებელთან.
4. საპრეტენზიო კომისიის წევრი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ საპრეტენზიო კომისიას აცნობოს დაუყოვნებლივ, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდება აღნიშნული გარემოების არსებობის შესახებ.
5. საპრეტენზიო კომისია პრეტენზიას განიხილავს მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით. საპრეტენზიო კომისია პრეტენზიის განხილვისას ხელმძღვანელობს კანონით, ამ წესებითა და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე, კომისიისა და სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით. საპრეტენზიო კომისია ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაძლო გონივრული ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული კომისიის ან/და სასამართლოს მიერ იმ სადავო საკითხების განხილვა, რომლებზეც უკვე არსებობს ერთგვაროვანი, ჩამოყალიბებული პრაქტიკა.
6. საპრეტენზიო კომისიის მიერ პრეტენზიის განხილვის პროცედურას განსაზღვრავს მიმწოდებელი და წარუდგენს კომისიას.
7. საპრეტენზიო კომისია მომხმარებლის მიერ პრეტენზიის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს მომხმარებელს პრეტენზიის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიმწოდებელი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების შესრულებას, ხოლო დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში აცნობებს მომხმარებელს კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისთვის მიმართვის, აგრეთვე, ამ წესების 55-ე მუხლის შესაბამისად, კომისიისა და სასამართლოსთვის მიმართვის უფლების თაობაზ