1. საირიგაციო სისტემის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

2. მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოების დაწყებამდე, მომხმარებელი ვალდებულია მიმწოდებელს აცნობოს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.

3. მიმწოდებელი უფლებამოსილია საირიგაციო სისტემიდან წყლის აღების პირობებთან შესაბამისობის, წყლის რაციონალურად ხარჯვის და მომხმარებლის მიერ მიღებული წყლის გარემოში შესაძლო ჩაშვებასთან დაკავშირებით შეამოწმოს მომხმარებლის კუთვნილი საირიგაციო და სადრენაჟო სისტემა.

4. მიმწოდებელი არ არის ვალდებული, მომხმარებელს წინასწარ აცნობოს სავარაუდო შემოწმების თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაუშვას მიმწოდებლის წარმომადგენელი მომხმარებლის კუთვნილ საირიგაციო და სადრენაჟო სისტემასთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმის და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით.

5. მომხმარებლისთვის წყლით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ მიმწოდებელი, წყლის საირიგაციო სისტემასთან მიერთების წერტილის მათ შორის, წყლის მრიცხველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.

6. მომხმარებლები, მათ შორის პროფილური მომხმარებლები ვალდებული არიან წყალი მოიხმარონ რაციონალურად. რაციონალური წყლის მოხმარება გულისხმობს წყლის რესურსების ეფექტურად და პასუხისმგებლობით გამოყენებას, წყლის დაგროვებას ფილტრაციის საწინააღმდეგო პრინციპების დაცვით და არაგონივრული ხარჯის ან არარაციონალური გამოყენების თავიდან აცილებას.

7. არარაციონალური წყლის მოხმარება გულისხმობს წყლის გამოყენებას ისეთი სახით, რომელიც ეწინააღმდეგება წყლის ეფექტურ და პასუხისმგებლობით მოხმარების პრაქტიკას. იგი მოიცავს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა წყლის გადაჭარბებული მოხმარება, წყლის უკონტროლო ხარჯვა, წყლის შენახვისა და დაგროვების პრინციპების მინიმალური გათვალისწინება, წყლის არასწორი განკარგვა-მართვა (რაც გამოიხატება არაეფექტურ ხარჯვაში, წყლის არასაჭირო ნაკადებში და წყლის ფუჭად მიღებას ან/და გადინებაში).

8. დაუშვებელია საირიგაციო სისტემიდან, წყლის ტექნოლოგიურ პროცესებში გამდინარე სისტემებით მუდმივი მოხმარება-გამოყენება (წყლის საირიგაციო მიზნით გამოყენების გარდა), თუ შესაძლებელია საირიგაციო სისტემიდან წყლის გამდინარე გამოყენების მაგივრად მისი ბრუნვითი და მეორადი გამოყენება. ასეთ შემთხვევაში საირიგაციო სისტემიდან მომხმარებლის მიერ წყლის ამგვარი გამოყენება საჭიროებს მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებას. თანხმობის მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია დაასაბუთოს წყლის ბრუნვითი და მეორადი გამოყენების სისტემის მოწყობის შეუძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული შეთანხმება უნდა იყოს დროებითი ხასიათის იმ გონივრული ვადით, სანამ მომხმარებელი უზრუნველყოფს წყლის, ზემოაღნიშნული ბრუნვითი და მეორადი გამოყენების სისტემების მოწყობას.

9. როდესაც მიმწოდებლის მიერ ამ წესებით განსაზღვრული მოქმედება ვერ სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა სისტემის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, ამ წესების მიზნებისთვის, მიმწოდებლის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმით შესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან (ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის ამ მომხმარებლისათვის გაგზავნის თარიღიდან